زبان را انتخاب کنید
აირჩიეთ ენა
georgia-logo-50-50iran-logo-50-50
სპარსულ ქართული ლექსიკონი

ონლაინ სპარსულ ქართული ლექსიკონი 46000 სიტყვით

რას წარმოგიდგენთ აქ:

1- ონლაინ სპარსულ ქართული ლექსიკონი

2-  ონლაინ სპარსულ ქართული ლექსიკონის გამოყენების სწავლა

3- ონლაინ სპარსულ ქართული ლექსიკონის აპლიკაციის დაყენების სწავლა კომპიუტერზე და მობილურ ტელეფონზე

4- ალექსანდრე ელერდაშვილის შესახებ

.

1- სპარსულ ქართული ლექსიკონი (46000 სიტყვით)

შემდგენელი: ალექსანდრე ელერდაშვილი – მეორე გამოცემა – შესწორებული და დასრულებული – თბილისი 2016 წ.

Fantricks-ი წარმოგიდგენთ ამ სპარსულ ქართული ონლაინ ლექსიკონს დიდი ქართველი მწერლისა და მთარგმნელის “ალექსანდრე ელერადაშვილი”-ს ხსოვნისა და ქართული ენის შესანარჩუნებლად და გაფართოებისთვის.

ყურადღება: მისი ჩამოტვირთვა შეუძლებელია. და მისი გადმოწერა და კოპირება არაადამიანურია.

თუ პროგრამის გაშვებისას რაიმე პრობლემა შეგექმნათ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ კომენტარების განყოფილებაში

დააწკაპუნეთ ქვემოთ მოცემულ სურათზე, რათა გამოიყენოთ ონლაინ სპარსულ ქართული ლექსიკონი.

სპარსულ ქართული ლექსიკონი

.

2-  ონლაინ სპარსულ ქართული ლექსიკონის გამოყენების სწავლა

შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული სურათი, რათა ისწავლოთ ონლაინ სპარსულ ქართული ლექსიკონის გამოყენება.

ონლაინ სპარსულ ქართული ლექსიკონის გამოყენების სწავლა

ლექსიკონის უფრო მარტივად გამოსაყენებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი რჩევები:

ა- შეგიძლიათ გამოიყენოთ საძიებო განყოფილება ასოებისა და სიტყვების მოსაძებნად.

ბ- შეგიძლიათ გამოიყენოთ სენსორული პანელის ჟესტები გვერდების გასადიდებლად და გასაპატარავებლად და გვერდების შორის გადასაადგილებლად ტაბლეტზე, მობილურ ტელეფონზე და ლეპტოპზე.

გ- შეგიძლიათ გამოიყენოთ ორმაგი დაწკაპუნება კომპიუტერზე და ლეპტოპზე გვერდების გასადიდებლად და გასაპატარავებლად.

დ- გვერდების შორის გადასაადგილებლად, კომპიუტერზე და ლეპტოპზე შეგიძლიათ გამოიყენოთ კლავიატურაზე მარჯვენა და მარცხენა ღილაკები.

3- ალექსანდრე ელერდაშვილის შესახებ

Alexander Elerdashvili ალექსანდრე ელერდაშვილი

ალექსანდრე ელერდაშვილი (ინგლისურად: Alexander Elerdashvili) (სპარსულად: الکساندر الرداشویلی)

შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა მეორე, შესწორებული და შევსებული გამოცემა – სპარსულ ქართული ლექსიკონი – თბილისი 2016.

დაბადების თარიღი: 16 აპრილი, 1956
დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი: 23 მაისი, 2021 (65 წლის ასაკში)
საქმიანობა: პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და მთარგმნელი
მოქალაქეობა: საქართველო

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ლიტერატურის განხრით.

თანამშრომლობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მთარგმნელობით კოლეგიასთან. 1996 წლიდან იყო გაზეთ „ფანტაზიის“ და მასთან არსებული გამომცემლობის მთავარი რედაქტორი. იყო მთარგმნელთა კლუბის ხელმძღვანელი. მისი პირველი თარგმანები დაიბეჭდა სტუდენტობის პერიოდში „უნივერსიტეტის გაზეთში“. თარგმნილი აქვს არა ერთი პოეტური კრებული, სადაც შესულია რუდაქის, ფირდოუსის, ხაიამის, რუმის, ფრანჩესკო პეტრარკას, უილიამ შექსპირის და სხვა პოეტთა ლექსები. გამოცემული აქვს უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (სამ ტომად), სპარსულ-ქართული ლექსიკონი, სპარსული ქრესტომათია, პოეტური თარგმანის ანთოლოგია. ქართველი პოეტები (ენციკლოპედია, 2021).

მაჯიდ ასპანანი
Majid Aspanani

Job Position

👑 ფერეიდნელი ქართველი
❤ დედა ენის აკტივისტი
📚 ყოველთვის ვსწავლობ
💪 ვებ დეველოპერი და SEO მენეჯერი
🛠 Fantricks-ის მენეჯერი

اشتراک در اطلاعیه دیدگاه ها (کلیک کنید)
اطلاع از
guest
آدرس ایمیل شما نزد ما محفوظ بوده و منتشر نخواهد شد.
زنگوله را بزنید تا از تایید دیدگاه خود مطلع شوید.
1 دیدگاه
محبوب ترین ها
تازه‌ترین ها قدیمی ترین ها
بازخوردهای درون خطی
مشاهده همه دیدگاه ها
ლელა

მიხარია რომ კარგი საიტი ვიპოვე